ხსეფარნუგი

ქართლის (იბერიის) მეფე II ს–ის 60–იან წწ–ში. მას მოიხსენიებს არმაზისხევის ნეკროპოლში აღმოჩენილი ხსეფარნუგის ეზოსმოძღვრის უდროოდ გარდაცვლილი მეუღლის სერაფიტის საფლავის ქვის წარწერა. მასში ნათქვამია, რომ იოდმანგმანის (ეზოსმოძღვარი) მამა ფარსმან მეფის ეზოსმოძღვარი იყო. სერაფიტის მამა კი– ფარსმანმეფის პიტიახში. ე.ი. ხსეფარნუგის წინამორბედი ფარსმან მეორე იყო. წარწერაში ყველა პიროვნების მამის სახელია მოხსენიებული, გარდა ხსეფარნუგურ მეფისა. ლეონტი მროველის მიხედვითფარსმან ქველი მოწამლულ იქნა. ამის გამო გ. მელიქიშვილი ფიქრობს, რომ შეიძლება ფარსმან ქველი მართლაც შეთქმულების მსხვერპლი გახდა და ტახტი მისმა უშუალო მემკვიდრემ კი არ დაიკავა, არამედ ხსეფარნუგმა. წარწერაში იოდმანგანი იწოდება ,, ძლევამოსილად და მრავალი გამარჯვების მომპოვებლად". ე.ი. ამდროს იბერია წარმატებით აწარმოებდა საგარეო ომებს.


წყარო: გიორგი წერეთელი, არმაზის ბილინგვა


კონტაქტი