ფარსმან I

ქართლის (იბერიის) მეფე ახ.წ-ის I ს-ის 40-50 -იან წწ-ში.თავისი ძმის, მითრიდატეს გამეფების მიზნით, რომაელთა მხარდაჭერით სომხეთში ილაშქრა, ხელთ იგდო სომხეთის დედაქალაქი არტაქსატა, დაამარცხა სომხეთში შემოჭრილი პართელთა უფლისწული ოროდე და მითრიდატე გაამეფა. გაიუს კალიგულას მმართველობის დროს რომაელებმა მითრიდატეს სომხეთის სამეფო ტახტი ჩამოართვეს; იმპერატორმა კლავდიუსმა 47 წელს სომხეთი კვლავ დაუბრუნა მითრიდატეს. სომხეთში მის ხელმეორედ გამეფებაში რომაელებთან ერთად იბერთა ჯარებიც იღებდნენ მონაწილეობას. 51 წელს რომაელთა ინტერესების საწინააღმდეგოდ, ფარსმან I-მა სომხეთის სამეფოს ხელში ჩაგდების მიზნით ალყა შემოარტყა გარნისის ციხეში შემწყვდეულ მითრიდატეს და რომაელთა გარნიზონს და ხელთ იგდო გარნისი. ფარსმან I-მა მითრიდატე თავის ძეს რადამისტს მოაკვლევინა, მაგრამ პართელთა შემოჭრის გამო რადამისტმა სომხეთში ფეხი ვერ მოიკიდა. ფარსმან I-მა სომხეთის დასაპყრობად კვლავ გაგზავნა რადამისტი. დროებითი წარმატების შემდეგ რადამისტი იძულებული გახდა დაეტოვებინა სომხეთი. საბოლოოდ ფარსმან პირველი შეურიგდა პართელთა გაბატონებას სომხეთში. სომხეთის დაკარგვის შემდეგ ანტირომაული მოღვაწეობის საბაბით ფარსმანმა მოაკვლევინა რადამისტი, რომელიც მას იბერიის სამეფო ტახტს ეცილებოდა.


წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/ფარსმან_I


კონტაქტი

www.000webhost.com