სოლომონ II

სოლომონ II

სოლომონ II (გამეფებადმე დავითი) – (დ. 1772 — გ. 7 თებერვალი. 1815, ტრაპიზონი), იმერეთის მეფე 1789-1810, სოლომონ I-ის ძმის, არჩილის, ძე. მისი დედა იყო ერეკლე II–ს და დარეჯანის ასული – ელენე. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად, როგორც სამშობლოსათვის თავდადებული. ხსენების დღე – ძვ. სტ. 7 თებერვალი, ახ. სტ. 20 თებერვალი. იზრდებოდა პაპის, ერეკლე II-ის კარზე. უმემკვიდრო სოლომონ I-მა სიცოცხლეშივე ტახტი ძმისწულს, დავით არჩილის ძეს, უანდერძა, მაგრამ იმერეთის გავლენიანმა ფეოდალებმა, სოლომონ I-ის გარდაცვალების შემდეგ, 1784 წელს, მცირეწლოვანი დავითის ნაცვლად ტახტზე დავით გიორგის ძე (დავით II) დასვეს. იმავე წელს დავით II-მ რუსეთში ელჩები გაგზავნა და იმპერატორს ქვეშევრდომობა სთხოვა. ამით უკმაყოფილო თავადები – პაპუნა წერეთელი, ბერი წულუკიძე და სხვები, დავით არჩილის ძეს დაუკავშირდნენ და მისი გამეფება მოინდომეს. 1788-იდან, მათ ოდიშის ახალი მთავარი გრიგოლ დადიანიც შეუერთდა და დავით არჩილის ძე თავის დაზე, მარიამზე დააქორწინა. უკმაყოფილო თავადების და ერეკლე II-ს დახმარებით, მათხოჯის ბრძოლაში (11 ივლისი, 1789) დავით არჩილის ძემ გაიმარჯვა და სოლომონ II-ის სახელით გამეფდა (სოლომონ I-ის პატივისაცემად). ამ დროისთვის იგი 17 წლისა იყო.


წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/სოლომონ_II#ბიოგრაფია


კონტაქტი

www.000webhost.com