საურმაგი

იბერიის მეფე ფარნავაზ I-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ადის მისი ძე საურმაგ I. მეფის გარშემო მყოფ ქართველ დიდებულთა შორის გაღვივდა მოსაზრება, რომ ისინი უფრო მეტად ხეირობდნენ იმ პერიოდში, როცა არ ჰყავდათ მეფე და გადაწყვიტეს საურმაგ მეფის მოკვლა. საურმაგი მიხვდა რა დიდებულთა განზრახვას, თავი შეაფარა დედულეთს ჩრდილოკავკასიაში — დურძუკეთს გადახვეწილა (თანამედროვე ვაინახთა მხარე). დურძუკთა და ოსთა დახმარებით საურმაგმა შეძლო შეთქმულების ჩახშობა და დიდგვაროვანთა ახალი კლასი ჩამოაყალიბა, რომლებიც პირდაპირ მეფეს ექვემდებარებოდნენ. ამავე წყაროს თანახმად საურმაგს მცხეთის გზაზე აღუმართავს ორი კერპი – აინინა და დანანა. მას მიეწერება ჩრდილო კავკასიიდან კავკასიელ ტომთა გადმოსახლება საქართველოს მთიანეთში. მის დროს ქართლის სამეფო სელევკიდების ვასალი იყო. მას ცოლად მოუყვანია სპარსი ცოლი, ბარდაველი ერისთავის ასული, რომელთანაც ჰყოლია ორი ასული. ამის გამო სპარსეთიდან უშვილებია თავისი ცოლის ნათესავი (დედის დისწული), სახელად მირვანი, ნებროთიანი. მისთვის მიუთხოვებია ერთი ასული და მიუცია ქალაქი გაჩიანი და სამშვილდის საერისთავო. მეორე ასული მიუთხოვებია ეგრისის ერისთავ ქუჯის ძისთვის, თავისი მამის დისწულისთვის. საურმაგის დროს მცხეთის გზის პირას დაიდგა აინინას და დაინანას კერპები და დაიწყო არმაზის შენება. საურმაგმა იმეფა 75 წელი და გარდაიცვალა.


წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/საურმაგ_I


კონტაქტი

www.000webhost.com