მითრიდატე VII

მითრიდატე VII, მირდატი — ქართლის (იბერიის) მეფე V საუკუნის შუა წლებში, მეფე არჩილის ძე, მამა ვახტანგ გორგასლისა. „ქართლის ცხოვრება“ მოიხსენიებს მითრიდატე VII-ს, როგორც ქრისტიანული ეკლესიის ერთგულ მსახურს, მაგრამ რაიმე კონკრეტულ ფაქტს მისი მოღვაწეობიდან არ ასახელებს. ასევე მშრალად მოიხსენიებს მას „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ქრონიკა. ცოლად ჰყავდა რანის ირანელი მმართველის ბარზაბოდის ასული საგდუხტი.


წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/მითრიდატე_VII


კონტაქტი