მითრიდატე I

მითრიდატე — კოლხეთის მმართველი ძვ. წ. I საუკუნეში, პონტოს მეფის მითრიდატე VI ევპატორის ძე. კოლხეთის მმართველად დანიშნა მამამისმა. მალე მამის მიერ მითრიდატე ღალატში იქნა ეჭვმიტანილი და სიკვდილით დაისაჯა. თავის მბრძანებლად იგი თვით მითრიდატე VI წინააღმდეგ აჯანყებულმა კოლხებმა მოითხოვეს. შესაძლოა, მათ შორის რაღაც კავშირი არსებობდა. უფრო ადრე მითრიდატე უმცროსი კოლხეთის სატრაპი იყო. მითრიდატე უმცროსი სურიონში (ვანში) იჯდა, ჭრიდა ლოტოსის ყვავილისა და რვაქიმიანი ვარსკვლავის გამოსახულებიან ვერცხლისა და სპილენძის ანონიმურ მონეტებს. მითრიდატე უმცროსის წინააღმდეგ კოლხეთში პონტოს მეფეს სამხედრო ექსპედიცია გაუგზავნია. ეშერა და ვანი პონტოელებს ბრძოლით აუღიათ — ამაზე მეტყველებს არქეოლოგიური მასალა. აპიანე ალექსანდრიელი გვაუწყებს — მამამ იეჭვა, რომ ყველაფერი ეს მოაწყო მისმა შვილმა, რომელსაც მეფობა სურდა, მოაყვანინა იგი თავისთან, ოქროს ბორკილები დაადო მას და ცოტა ხანში სიცოცხლეს გამოასალმა.


წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/მითრიდატე_(კოლხეთი)


კონტაქტი