ვარაზ-ბაქარი

ვარაზ-ბაკური, ვარაზ-ბაქარი, - ქართლის მეფე IV საუკუნის 70–80–იანი წლებში. ჩვეულებრივ აიგივებენ ამიანე მარცელინუსთან მოხსენიებულ ასფაგურთან, რომელიც 368 რომაელთა მომხრე საურმაგის განდევნის შემდეგ გაამეფეს ირანელებმა. 370 ვარაზ-ბაკური იძულებული გახდა დაებრუნებინა საურმაგისათვის მტკვრის სამხრეთით მდებარე ქართლის ნაწილი. 70-იანი წლების ბოლოს ვარაზ-ბაკურმა ირანელთა დახმარებით ისევ გააერთიანა ქართლი. ქართლის წყაროების თანახმად, ვარაზ-ბაკურის დროს ირანელებმა პირველად დახარკეს ქართლი. მის დროსვე პირველად იხსენიება თბილისი.


წყარო: ქართული ვიკიპედია


კონტაქტი

www.000webhost.com