დაჩი

დაჩი — ქართლის მეფე VI საუკუნის დამდეგს, ვახტანგ I გორგასლის ძე პირველი ცოლის, ირანელი ქალის ბალენდუხტისაგან. უჯარმაში იზრდებოდა და ცნობილია უჯარმელის ზედწოდებით. ჯუანშერის ცნობით, დაჩიმ დაასრულა ვახტანგ გორგასლის დროს დაწყებული თბილისის ზღუდის მშენებლობა და მამის ანდერძის თანახმად სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისში გადაიტანა, მცხეთა დარჩა საკათალიკოსო ცენტრად. მის დროს თბილისში მოსახლეობა მომრავლდა, აშენდა მარიამწმიდის ეკლესია.


წყარო: ქართული ვიკიპედია


კონტაქტი

www.000webhost.com