გიორგი IX

გიორგი IX (დ. 1486 — გ. 1534) — ქართლის მეფე 1525-1527 წლებში, კონსტანტინე II-ის ძე. ტახტზე ავიდა თავისი ძმის დავით X-ის ბერად შედგომის შემდეგ. 1527 წელს (სხვა ცნობით — 1534) დინასტიური ბრძოლის გამო იძულებული გახდა თვითონაც ბერად აღკვეცილიყო გერასიმეს სახელით და ტახტი დაეთმო თავისი ძმისშვილისთვის, ლუარსაბისათვის.


წყარო: ქართული ვიკიპედია


კონტაქტი