არტაგი

არტაგ I-ის მეფობის მეორე წელს, ივერიას შემოესია სპარსეთი. ქართლი მოაოხრა მაგრამ ციხეების აღება ვერ შესძლო და უკან გაბრუნდა. არტაგ I-მა მცირე ხანს იმეფა და დარჩა ვაჟი ბარტომი. მისი მეფობის დროს იბერიაში (ძველი წელთაღრიცხვის 65 წელს) რომის მხედართმთავარი პომპეუსი შემოიჭრა. არტაგი მოუმზადებელი შეხვდა მტრის შემოსევას. მიატოვა არმაზციხე, გადავიდა მტკვრის მარცხენა ნაპირზე და ხიდი დაწვა. პომპეუსთან შეთანხმების შემდეგ ხიდი კვლავ ააგო, მაგრამ როცა პომპეუსი მტკვარზე გადავიდა, ვერ გაბედა რომაელებთან შეხვედრა და თავი არაგვის ხეობას შეაფარა. პომპეუსმა არტაგი დაამარცხა. არტაგმა ზავი ითხოვა და შვილები მძევლად მისცა რომაელებს, თავი რომაელი ხალხის "მეგობრად და მოკავშირედ" აღიარა, ე.ი ფორმალურად რომის ვასალობა მიიღო.


წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/არტაგ_I#ისტორია


კონტაქტი

www.000webhost.com